1. პროექტის სახელი: სააღდგომო ტრადიციები ევროპის ქვეყნებში.
2. პროექტის მოკლე აღწერა: როგორ ხვდებიან აღდგომას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რა ტრადიციები და წეს–ჩვეულებები აქვთ მათ.
3. პროექტის სრული აღწერა: აღდგომა ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც ზეიმით აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყანაში. მოსწავლეებისთვის ცნობილია როგორ აღინიშნება აღდგომა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ამიტომაც მათ ინტერესს იწვევს ის ტრადიციები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში გვხვდება ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკე ქრისტიანია. მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის მიზნებს და ვყოფ ოთხ ჯგუფად; პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციებს ჩემს მიერ მითითებული ისტორიული და ლიტერატურული წყაროებიდან.
- მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციებს ინტერნეტიდან.
- მესამე ჯგუფი იმუშავებს ლექსიკონით თარგმანზე მასწავლებლის დახმარებით.
- მეოთხე ჯგუფი მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გამოუშვებს კედლის გაზეთს.
4. მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
5. ვადები: სამი კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები ეცნობიან მასწავლებლის მიერ მითითებულ ლიტერატურას პირველი კვირის განმავლობაში და მოაქვთ მასწავლებელთან; მეორე კვირაში ხდება ლექსიკონის დახმარებით ტექსტების თარგმნა; მასწავლებელი ასწორებს თარგმანებს ; არჩევენ კედლის გაზეთში გამოსაქვეყნებელ მასალას,
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებს. ადარებენ მათ საკუთარი ქვეყნის შესაბამის წეს– ჩვეულებებს.
8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტის შედეგი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის
9. სამუშაო ენა: ქართული და გერმანული.
10. საგნებთან კავშირი: ისტორია.
11. ფასილიტატორი: ნანა გუჯაბიძე.
12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: nanagujabidze@gmail.com